ცხადდება გაცვლითი პროგრამა დოქტორანტურის სტუდენტებისთვის თურქეთში, კარაბუქის უნივერსიტეტში!
ოთხშაბათი, 17 დეკემბერი, 2025
ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი აცხადებს კონკურსს ევროკომისიის მიერ დაფინანსებულ ერასმუს+ პროგრამაზე, კარაბუქის უნივერსიტეტში, თურქეთი! პროგრამის ფარგლებში გამარჯვებული კანდიდატებიშეძლებენ დაფინანსების მოპოვებას და 13 დღიან მობილობას ფარგლებში სასწავლო ვიზიტს (2025-2026 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში).
კონკურსში მონაწილეობის პირობები:
- კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ბიზნეს ადმინისტრირების პროგრამის და დიპლომატიისპროგრამის დოქტორანტურის საფეხურის სტუდენტებს;
- აუცილებელი წინაპირობაა ინგლისურის B2 დონე;
- მინიმალური GPA-ს მოთხოვნა არის 2.50;
- „უმაღლესი განათლების შესახებ საქართველოს კანონში" ცვლილების შეტანის თაობაზე საქართველოსკანონის 492 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად დაუშვებელია გაცვლით საგანმანათლებლო პროგრამისმონაწილე სტუდენტისათვის სტუდენტის სტატუსის შეჩერება. მობილობის პროგრამაში მონაწილე სტუდენტიმშობლიურ უნივერსიტეტში ირიცხება, როგორც აქტიური სტუდენტი და შესაბამისად, სტუდენტმა ყველასემესტრში უნდა გაიაროს ადმინისტრაციული რეგისტრაცია და გადაიხადოს სემესტრის საფასურიქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტში.
სააპლიკაციო დოკუმენტაციის ჩამონათვალი:
- ბიომეტრიული პასპორტის ასლი;
- CV-ს ევროპული ფორმატი (ინგლისურ ენაზე, არაუმეტეს ორი გვერდისა)
- უნივერსიტეტის ნიშნების ამონაწერი (ოფიციალური დოკუმენტი ინგლისურ ენაზე);
- ენის ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატი (საერთაშორისო სერტიფიკატი, ან GAU-ში გავლილი საგნის, მინიმუმ B2 დონის ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატი);
- ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ;
შესარჩევი პროცესი:
- დოკუმენტაციის შემოწმება (ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი);
- გასაუბრება შესარჩევ კომისიასთან (ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი);
- დოკუმენტების განხილვა/სტიპენდიის მინიჭება (კარაბუქის უნივერსიტეტი).
ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის შერჩევის კრიტერიუმები გაცვლით პროგრამაში.
დაფინანსება მოიცავს:
- სტიპენდია 13 დღის განმავლობაში 1,027 ევროს ოდენობით.
- მგზავრობის ხარჯების ანაზღაურება - 309 ევრო.
კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა 2025 წლის 24 დეკემბრის 17:00 საათამდე გამოაგზავნეთსააპლიკაციო დოკუმენტაცია (ყველა დოკუმენტი ცალ-ცალკე PDF ფორმატში) შემდეგელექტრონულმისამართზე: exchange@gau.edu.ge
გთხოვთ, მეილის სათაურად მიუთითოთ: კარაბუქის უნივერსიტეტი, დოქტორანტურა
დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში დაგვიკავშირდით შემდეგი ელ-ფოსტის საშუალებით: nini.palavandshvili@gau.edu.ge; keso.mechurchlishvili@gau.edu.ge
გზამკვლევი - ქართველი სტუდენტებისთვის - აუცილებლად გაეცანით აღნიშნულ დოკუმენტს.