სიახლეები და ღონისძიებები

ცხადდება გაცვლითი პროგრამა ლაკვილას უნივერსიტეტში, იტალია!

ცხადდება გაცვლითი პროგრამა ლაკვილას უნივერსიტეტში, იტალია!

სამშაბათი, 10 ოქტომბერი, 2023

აჩვენე კალენდარზე

ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი აცხადებს კონკურსს ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერასმუს+ პროგრამაზე, ლაკვილას უნივერსიტეტში, იტალია! პროგრამის ფარგლებში გამარჯვებული კანდიდატები შეძლებენ დაფინანსების მოპოვებას და სწავლას ერთი სემესტრის განმავლობაში (2023-2024 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში).

კონკურსში მონაწილეობის პირობები:

  • კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ინფორმატიკის სკოლის მაგისტრატურის სტუდენტებს, რომლებიც გამგზავრების დროს იქნებიან მეორე ან მესამე სემესტრის სტუდენტები (აპლიკაციების შემოტანა შეუძლიათ პირველი და მეორე სემესტრის სტუდენტებს).  
  • აუცილებელი წინაპირობაა ინგლისურის B2 ან იტალიური ენის B1 დონეზე ცოდნა, რაც შემოწმდება გასაუბრების შედეგად;
  • „უმაღლესი განათლების შესახებ საქართველოს კანონში" ცვლილების შეტანის თაობაზე საქართველოს კანონის 492 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად დაუშვებელია გაცვლით საგანმანათლებლო პროგრამის მონაწილე სტუდენტისათვის სტუდენტის სტატუსის შეჩერება. მობილობის პროგრამაში მონაწილე სტუდენტი მშობლიურ უნივერსიტეტში ირიცხება, როგორც აქტიური სტუდენტი და შესაბამისად, სტუდენტმა ყველა სემესტრში უნდა გაიაროს ადმინისტრაციული რეგისტრაცია და გადაიხადოს სემესტრის საფასური ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტში.

სააპლიკაციო დოკუმენტაციის ჩამონათვალი:

  • ბიომეტრიული პასპორტის ასლი;
  • CV-ს ევროპული ფორმატი (ინგლისურ ენაზე, არაუმეტეს ორი გვერდისა)
  • სამოტივაციო წერილი (ინგლისურ ენაზე, არაუმეტეს ორი გვერდისა);
  • უნივერსიტეტის ნიშნების ამონაწერი (ოფიციალური დოკუმენტი ინგლისურ ენაზე);
  • შევსებული Learning Agreement;

 შესარჩევი პროცესი:

 დაფინანსება მოიცავს:

  • უფასო სწავლა;
  • 850 ევრო ყოველთვიურად დაბინავებისა და კვების ხარჯების ასანაზღაურებლად;
  • მგზავრობის ხარჯების ანაზღაურება (360 ევროს ოდენობით);
  • შერჩეულმა სტიპენდიანტებმა თავად უნდა აანაზღაურონ სავიზო მოსაკრებლის ხარჯები.

კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა 2023 წლის 27 ოქტომბრის 19:00 საათამდე გამოაგზავნეთ სააპლიკაციო დოკუმენტაცია (ყველა დოკუმენტი გაერთიანებული PDF ფორმატში) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: exchange@gau.edu.ge.

გთხოვთ, მეილის სათაურად მიუთითოთ: ლაკვილას უნივერსიტეტი, მაგისტრი.

დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში დაგვიკავშირდით შემდეგი ელ-ფოსტის საშუალებით: anarveladze@gau.edu.ge 

გზამკვლევი - ქართველი სტუდენტებისთვის.

სისტემაში შესვლა

რეგისტრაცია

გმადლობთ ! თქვენი წერილი წარმატებით გაიგზავნა