ცხადდება გაცვლითი პროგრამა მალაგას უნივერსიტეტში, ესპანეთში!
ხუთშაბათი, 05 ოქტომბერი, 2023
ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი აცხადებს კონკურსს ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერასმუს+ პროგრამაზე, მალაგას უნივერსიტეტში, ესპანეთში! პროგრამის ფარგლებში გამარჯვებული კანდიდატები შეძლებენ დაფინანსების მოპოვებას და სწავლას ერთი სემესტრის განმავლობაში (2023-2024 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში).
კონკურსში მონაწილეობის პირობები:
- კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ინფორმატიკის პროგრამის ბაკალავრიატის მეორე, მესამე, მეოთხე, მეხუთე, მეექვსე სემესტრის, ასევე ინფორმატიკის სამაგისტრო პროგრამის პირველი და მეორე სემესტრის ან PhD პროგრამის სტუდენტებს.
- აუცილებელი წინაპირობაა ინგლისურის B2 დონე (ესპანური ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად)
- „უმაღლესი განათლების შესახებ საქართველოს კანონში" ცვლილების შეტანის თაობაზე საქართველოს კანონის 492 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად დაუშვებელია გაცვლით საგანმანათლებლო პროგრამის მონაწილე სტუდენტისათვის სტუდენტის სტატუსის შეჩერება. მობილობის პროგრამაში მონაწილე სტუდენტი მშობლიურ უნივერსიტეტში ირიცხება, როგორც აქტიური სტუდენტი და შესაბამისად, სტუდენტმა ყველა სემესტრში უნდა გაიაროს ადმინისტრაციული რეგისტრაცია და გადაიხადოს სემესტრის საფასური ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტში.
სააპლიკაციო დოკუმენტაციის ჩამონათვალი:
- ბიომეტრიული პასპორტის ასლი;
- CV-ს ევროპული ფორმატი (ინგლისურ ენაზე, არაუმეტეს ორი გვერდისა)
- სამოტივაციო წერილი (ინგლისურ ან ესპანურ ენაზე, არაუმეტეს ორი გვერდისა);
- უნივერსიტეტის ნიშნების ამონაწერი (ოფიციალური დოკუმენტი ინგლისურ ენაზე);
- ხელმოწერილი Learning Agreement;
შესარჩევი პროცესი:
- დოკუმენტაციის შემოწმება (ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი);
- გასაუბრება შესარჩევ კომისიასთან (ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი);
- დოკუმენტების განხილვა/სტიპენდიის მინიჭება (ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი).
- ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის შერჩევის კრიტერიუმები გაცვლით პროგრამაში.
დაფინანსება მოიცავს:
- უფასო სწავლა;
- 850 ევრო ყოველთვიურად დაბინავებისა და კვების ხარჯების ასანაზღაურებლად
- მგზავრობის ხარჯების ანაზღაურება - 820 ევრო
- შერჩეულმა სტიპენდიანტებმა თავად უნდა აანაზღაურონ სავიზო მოსაკრებლის ხარჯები.
კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა 2023 წლის 16 ოქტომბრის 19:00 საათამდე გამოაგზავნეთ სააპლიკაციო დოკუმენტაცია (ყველა დოკუმენტი გაერთიანებული PDF ფორმატში) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: exchange@gau.edu.ge.
გთხოვთ, მეილის სათაურად მიუთითოთ: მალაგას უნივერსიტეტი - ბაკალავრი/მაგისტრატურა/PhD
დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში დაგვიკავშირდით შემდეგი ელ-ფოსტის საშუალებით: anarveladze@gau.edu.ge
გზამკვლევი - ქართველი სტუდენტებისთვის.