გაცვლითი პროგრამა ადმინისტრაციული და აკადემიური პერსონალისთვის უშაკის უნივერსიტეტში, თურქეთი!
პარასკევი, 07 აპრილი, 2023
ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი აცხადებს კონკურსს ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერაზმუს+ პროგრამაზე, უშაკის უნივერსიტეტში, თურქეთი! პროგრამის ფარგლებში გამარჯვებული კანდიდატი შეძლებს დაფინანსების მოპოვებას და საერთაშორისო კვირეულში მონაწილეობის მიღებას.
კონკურსში მონაწილეობის პირობები:
- კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის აკადემიურ და ადმინისტრაციულ პერსონალს.
- აუცილებელი წინაპირობაა ინგლისური ენის B2 დონეზე ცოდნა.
დაფინანსება მოიცავს:
- 140 ევრო დღიურად.
- მგზავრობის ხარჯების ანაზღაურებას 275 ევროს ოდენობით;
სააპლიკაციო დოკუმენტაციის ჩამონათვალი აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალისთვის:
- პასპორტის ასლი;
- შევსებული ხელშეკრულება.
Mobility Agreement Training
Mobility Agreement Teaching
შესარჩევი პროცესი:
- დოკუმენტაციის შემოწმება (ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი);
- დოკუმენტების განხილვა და დაფინანსების მინიჭება ხდება მიმღები (უშაკის უნივერსიტეტი) უნივერსიტეტის გადაწყვეტილებით.
მობილობის პერიოდი და ხანგრძლივობა:
- საერთაშორისო კვირეული ჩატარდება 29 მაისი - 2 ივნისის პერიოდში, 2023.
კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა 2023 წლის 14 აპრილის 19:00 საათამდე გამოაგზავნეთ სააპლიკაციო დოკუმენტაცია (ყველა დოკუმენტი გაერთიანებული PDF ფორმატში) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: exchange@gau.edu.ge.
გთხოვთ, მეილის სათაურად მიუთითოთ: „უშაკის უნივერსიტეტი, ადმინისტრაციული/აკადემიური პერსონალი“.
დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში დაგვიკავშირდით შემდეგი ელ-ფოსტის საშუალებით: t.mechurchlishvili@gau.edu.ge