უკვე ორი წელია რაც, GAU-ს ექსკურსიათა ციკლი სტუდენტური ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. ამ ხსნის განმავლობაში GAU-ს ელჩების ინიციატივით მოვინახულეთ მრავალი ღირსშესანიშნაობა, მათ შორისაა: უფლისციხე, რაბათის ციხე-სიმაგრე, ატენის სიონი, ალავერდის ტაძარი, გრემის ტაძარი, ნეკრესის მონასტერი.
11 მარტს (2018) ვეწვიეთ გელათის მონასტერს, ბაგრატის ტძარსა და სათაფლიის მღვიმეს. GAU-ს ექსკურსიათა ციკლი ემსახურება სტუდენტებისთვის საქართველოს ფარგლებში არსებული ისტორიული ძეგლების გაცნობასა და სამომავლო ინტერესის გაღვიძებას, ასევე ძალიან მნიშვნელოვანია GAUელების დაახლოება და მიღებული შთაბეჭდილებების სასიამოვნო გარემოში გაზიარება.
გაზაფხულის სემესტრის რიგით პირველი ექსკურსია GAUელებისთვის დადებითი ემოციებისა და დიდი შთაბეჭდილებების მომტანი აღმოჩნდა.
ჩვენ ვაგრძელებთ GAU-ს ექსკურსიათა ციკლს, ძალიან მალე ჩვენს FB და Web გვერდებზე შეგეძლებათ ინფორმაციის ნახვა და რეგისტრაციის გავლა.
უღრმეს მადლობას ვუხდით ექსკურსიაში მონაწილე ყველა GAUელს!