Fashion მენეჯმენტის სასერტიფიკატო მორიგი კურსი წარმატებით დასრულდა.
26 სექტემბერს (2017) გამოსაშვები საღამო კურსდამთავრებულებს ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის (GAU) პრეზიდენტმა, რ. მაიკლ ქაუგილმა, კურსის დამფუძნებლებმა და ლექტორებმა მიულოცეს. დიპლომების გადაცემის ცერემონიაზე, ტრადიციულად, საზეიმო ტორტი გაიჭრა.
წარმატებას და წინსვლას ვუსურვებთ ჩვენს კურსდამთავრებულებს !