ფინანსური მენეჯმენტის სასერტიფიკატო კურსის II ნაკადის გამოშვება.
ხუთშაბათი, 23 აპრილი, 2026
21 აპრილს (2026) ფინანსური მენეჯმენტის სასერტიფიკატო კურსის II ნაკადის გამოსაშვები ცერემონია გაიმართა. დიპლომების გადაცემის ცერემონიალს კურსის ლექტორი გრიგოლ მოდებაძე და უწყვეტი განათლებისა და სერტიფიცირების ცენტრის ხელმძღვანელი, თამთა ნიშნიანიძე დაესწრნენ.
კურსი გათვლილია მსმენელებისთვის საბაზისო ცოდნის შესაქმნელად ფინანსურ მენეჯმენტში, ინვესტიციების ანალიზისა და ფინანსურ მოდელირებაში. კურსი წარმოადგენს კომბინაციას ყველა იმ მნიშვნელოვანი თემის, რაც აქტუალურია დღევანდელ ფინანსურ სამყაროში და რაც უნდა იცოდეს წარმატებულმა ფინანსურმა მენეჯერმა.
GAU კურსის კურსდამთავრებულებს წარმატებასა და მიღებული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენებას უსურვებს!