სკოლის მოსწავლეები სიცოცხლის გადასარჩენად: First Aid & CPR in School
ორშაბათი, 21 მარტი, 2022
"First Aid & CPR in School" ამერიკის გულის ასოციაციის მიერ სპეციალურად სკოლებისათვის შემუშავებული კურსია, რომელიც მოსწავლეებს ასწავლის სიცოცხლისათვის საშიში მდგომარეობების ამოცნობას, სიცოცხლის გადარჩენისათვის საჭირო ბაზისურ უნარებს და პირველადი დახმარების აღმოჩენას სასწრაფო დახმარების ეკიპაჟის მისვლამდე.
ამერიკის შეერთებულ შტატებში უფროსკლასელებისთვის მოქმედებს First Aid & CPR for High School Students კურსი, რომელიც მოზარდებს პირველადი დახმარების უმნიშვნელოვანეს უნარ-ჩვევებს უვითარებს. GAU-ს მედიცინის სკოლის ტრენინგ ცენტრის ინიციატივით კი, საქართველოში სკოლის მოსწავლეებს ამერიკის გულის ასოციაციის ეს სპეციალური კურსი პირველად ჩაუტარდათ.
კურსის ფარგლებში, კერძო სკოლა "დავითიანი"-ს უფროსკლასელებმა შეისწავლეს პირველადი დახმარების თეორიული და პრაქტიკული ნაწილი, მიიღეს უმნიშვნელოვანესი ცოდნა სიცოცხლის გადასარჩენად.
GAU მოსწავლეებისთვის.
#ჩვენვქმნითმომავალს