ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის ინიციატივითა და ორგანიზებით ჩვენს კამპუსში ვუმასპინძლეთ უკრაინის მოქალაქეებს, რომელთაც GAU-ს მედიცინის სკოლის საერთაშორისო ტრენინგ ცენტრში FOTS-ს სასწავლო კურსი ჩაუტარდათ.
"პირველი შემთხვევის ადგილზე - First On the Scene (FOTS)" NAEMT-ის მიერ შექმნილი კურსია, რომლის ფარგლებშიც უკრაინელმა მონაწილეებმა ისწავლეს თუ როგორ აღმოუჩინონ გადაუდებელი დახმარება დაზარალებულ პირს სასწრაფო დახმარების ბრიგადის მოსვლამდე.
ტრენინგ კურსს უძღვებოდნენ GAU-ს მედიცინის სკოლის საერთაშორისო ტრენინგ ცენტრის ავტორიზებული ტრენერები.