
სამედიცინო კვლევების პირველი ახალგაზრდული კონფერენცია GAU-ში!
ოთხშაბათი, 30 აპრილი, 2025
ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტში მედიცინის სკოლის სტუდენტის, საქართველოს ჯანმრთელობის ახალგაზრდული ასოციაციის (GYHA) პრეზიდენტის თორნიკე ჯანგირაშვილის ინიციატივით GAU-ში სტუდენტებისთვის ახალი პლატფორმა შეიქმნა — სივრცე, სადაც სამედიცინო კვლევებისადმი ინტერესი ცოდნად, ხოლო ცოდნა რეალურ უნარებად იქცა. (27.04.25)
მოწვეულ სტუმრებს შორისკონფერენციამ გააერთიანა:
- სამედიცინო სფეროში ჩართული სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტები
- მომავალი ექიმები და მკვლევრები
- სფეროს ექსპერტები, რომლებსაც სჯერათ მტკიცებულებაზე დაფუძნებული მიდგომის
კონფერენციის მოწვეულმა სპიკერებმა: გიგა კიკორიამ — ეკონომიკის დოქტორმა (PhD) და ზეზვა სანიკიძემ — მონაცემთა ანალიზის ოფიცერმა (წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტში (ICRC)
მონაწილეებს გაუზიარეს რეალური კვლევითი გამოცდილება შემდეგი მიმართულებებით:
- როგორ დავგეგმოთ კითხვარი და მივიღოთ სანდო მონაცემები
- როგორ გამოვიყენოთ სეგმენტაცია სამიზნე ჯგუფებისთვის
- როგორ ავამუშაოთ SPSS და ვიზუალიზაცია მოვარგოთ კვლევას
- როგორ მოვიძიოთ ლიცენზირებული სტატიები და ვისწავლოთ ციტირების მართვა
GYHA-ს პირველი კონფერენცია გახდა ბიძგი სტუდენტებისთვის ახალი იდეებისა და ახალი კვლევებისთვის.