სიახლეები და ღონისძიებები

GAU-ს სამართლის, სოციალური მეცნიერებებისა და დიპლომატიის სკოლა - კვლევითი პუბლიკაცია

GAU-ს სამართლის, სოციალური მეცნიერებებისა და დიპლომატიის სკოლა - კვლევითი პუბლიკაცია

პარასკევი, 18 დეკემბერი, 2020

აჩვენე კალენდარზე

ინტერკულტურული დიალოგის ფორუმის მიერ როზა ლუქსემბურგის ფონდის მხარდაჭერითა და ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის (GAU) სამართლის, სოციალური მეცნიერებების და დიპლომატიის სკოლასთან თანამშრომლობით გამოიცა ახალი კვლევითი პუბლიკაცია: ჭიათურა და ტყიბული: კრიტიკული გააზრების მცდელობა.

კვლევითი პუბლიკაცია შედგება სამი ნარკვევისგან, რომელთა ავტორები არიან ქართულ-ამერიკული უნივერისტეტის პროფესორ-მასწავლებლები: ბაქარ ბერეკაშვილი უტა ბიწაძე და იულია ორეშნა. პუბლიკაციაში, ასევე, პოსტსკრიპტუმის სახით შესულია ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის სამართლის, სოციალური მეცნიერებებისა და დიპლომატიის სკოლის მაგისტრანტის ნიკო სუხიაშვილის მცირე რეფლექსია.

პუბლიკაცია მომზადდა ჭიათურასა და ტყიბულში სამეცნიერო-კვლევითი ექსპედიციის შედეგად.

საველე კვლევა 2020 წლის ზაფხულში ჩატარდა და მიზნად ისახავდა ტყიბულისა და ჭიათურის საბ­ჭოთა და პოსტსაბჭოთა გამოცდილების შესწავლას. მნიშ­ვნელოვანი აქცენტი კეთდებოდა ქალაქის მკვიდრთა ცხოვრების ისტო­რიების მოსმენასა და დღევანდელი სოციალური განცდების შესწავლაზე. ასევე, კვლევის ერთ-ერთ მიმართულებას წარმოადგენდა ქალაქის მეხსი­ერებისა და ახლანდელი ურბანული ლანდშაფტის, ქალაქის გარემოსა და კეთილდღეობის სერვისებზე ხელმისაწვდომობის შესწავლა და ანალიზი.

საველე კვლევა მოიცავდა 40-ზე მეტ ჩაღრმავებულ ინტერვიუსა და გასაუბრებას ორივე ქალაქის მაცხოვრებლებთან, ასევე დაკვირვე­ბას ქალაქზე, მის სოციალურ კლიმატსა და ცხოვრების რიტმზე.  შედეგად, მივიღეთ,  კვლევითი პუბლიკაცია, როგორც მცდელობა ჩვენი პოსტსაბჭოთა ყოფიერების კრიტიკული გააზრებისა.

პუბლიკაციის ბეჭვდითი ვერსია ხელმისაწვდომია ქართულ-ამერიკულ უნივერისტეტში. ხოლო პუბლიკაციის ელექტრონული ვერსია კი ხელმისაწვდომია ბაქარ ბერეკაშვილის researchgate-iის პროფილზე.

 

სისტემაში შესვლა

რეგისტრაცია

გმადლობთ ! თქვენი წერილი წარმატებით გაიგზავნა