ყოველკვირეული კოგნიტური ლინგვისტიკის ვებინარები GAU-ში!
სამშაბათი, 02 ნოემბერი, 2021
ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და ლიბერალური განათლების სკოლა, და ენისა და შემეცნების შემსწავლელი სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი წარმოგიდგენთ ვებინარებს ლინგვისტური და კოგნიტური მეცნიერებების დარგში. მონაწილეობის მიღება შუძლია ნებისმიერ დაინტერესებულ ლექტორსა და სტუდენტს, რომელსაც სურს ჩატარებული კვლევის შედეგების ან საინტერესო საკითხზე საკუთარი მოსაზრების გაზიარება. ვებინარების მიზანია უნივერსიტეტის სამეცნიერო საქმიანობის განვითარება.