ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი (GAU) Apple-ის ავტორიზებული ტრენინგ ცენტრი გახდა (AATCE – Apple Authorized Training Center for Education)
GAU ერთ-ერთი პირველი უნივერსიტეტია საქართველოში, რომელიც შეუერთდა სასწავლო ცენტრების გლობალურ ქსელს.
აღნიშნული სტატუსი გულისხმობს:
- Apple-ის მიერ სერტიფიცირებულ ტრენერებს;
- Apple-ის პროდუქციის აღჭურვილ ლაბორატორიას და ყველა დათქმულ სტანდარტთან შესაბამისობას.
Apple-ის ავტორიზებული ტრენინგ ცენტრი სექტემბრიდან დაიწყებს ოპერირებას GAU-ში და საწყისს ეტაპზე, დაინტერესებულ პირებს, შესთავაზებს მოკლევადიან სასერტიფიკატო კურსს Swift Development-ის მიმართულებით.
სასწავლო კურსები სტუდენტებს შესაძლებლობას მისცემს დაეუფლონ უახლეს ტექნოლოგიებს და მიიღონ iOS აპლიკაციების განვითარების უნარები.
ქართულ-ამერიკულმა უნივერსიტეტმა AATCE სტატუსი StrategEast-ის მხარდაჭერით მოიპოვა.