სტაჟირების სახელმწიფო პროგრამის 2021 წლის გაზაფხულის ნაკადი
ოთხშაბათი, 31 მარტი, 2021
სტაჟირების სახელმწიფო პროგრამის 2021 წლის გაზაფხულის ნაკადზე, განათლების შესაბამისი პროფილით დარეგისტრირებულ მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე სტუდენტსა და კურსდამთავრებულს შორის არიან ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის (GAU) სტუდენტებიც. GAU-ს კარიერის ცენტრმა მიაწოდა შესაბამისი ინფორმაცია ჩვენს სტუდენტებსა და კურსდამთავრებულს, რის შემდეგაც ისინი ოფიციალურად დავარეგისტრირეთ სტაჟირების სახელმწიფო პროგრამაზე.
თბილისში და საქართველოს სხვადასხვა რეგიონში არსებულ საჯარო დაწესებულებებში დარეგისტრირებული პირები სტაჟირებას 1-დან 6 თვემდე ვადით გაივლიან. ამ პერიოდის განმავლობაში, მათ შესაძლებლობა ექნებათ გამოიმუშაონ თავიანთი პროფილის შესაბამისი პრაქტიკული უნარ-ჩვევები, გაეცნონ საჯარო სამსახურის მუშაობის სპეციფიკას, გაიზიარონ საჯარო მოხელისთვის დამახასიათებელი ეთიკური ნორმები და სტანდარტები და გახდნენ კონკურენტუნარიანები საჯარო სექტორში დასაქმების სურვილის შემთხვევაში.