GAU Career Days: "პიროვნული განვითარება და ემოციური ინტელექტი" - ნანა მიქაშავიძის მასტერკლასი GAUელებისთვის
სამშაბათი, 13 აპრილი, 2021
13 აპრილს (2021) ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის (GAU) კარიერის ცენტრის მიერ ორგანიზებული "კარიერის დღეების" ფარგლებში მორიგი მასტერკლასი ჩატარდა.
	
	
მასტერკლასს სახელწოდებით "პიროვნული განვითარება და ემოციური ინტელექტი" უძღვებოდა ნანა მიქაშავიძე, ტერა ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი, კომპანია Wizard-ის დამფუძნებელი დირექტორი და ქართულ ამერიკული-უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის მენეჯმენტის მიმართულების ხელმძღვანელი.
	
	
შეხვედრაზე საუბარი იყო შემდეგ საკითხებზე:
- პიროვნული განვითარება;
 - ემოციური ინტელექტი და მისი მნიშვნელობა დასაქმების ბაზარზე;
 - ემპათია;
 - თვითშემეცნება;
 - საკუთარი და სხვისი ემოციების გაცნობიერება და მათი მართვა;
 - მოქნილობა და სიახლეებთან ადაპტირების უნარი;
 - სტრესული სიტუაციები და მათი მართვის უნარი;
 - და სხვა.
 
Between stimulus and response there is a space. In that space is our power to choose our response. In our response lies our growth and our freedom. 
	
- Viktor E. Frankl
	
	
#WeAreGAU #ჩვენვქმნითმომავალს #GAUმომავლისთვის