GAU Career Days: "დასაქმების ბაზრის მიმოხილვა და ახალი პერსონალის კომპანიაში ინტეგრაცია" - თამარ მესხიძე და თამარ ბენდელიანი
ხუთშაბათი, 15 აპრილი, 2021
15 აპრილს (2021) ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის (GAU) კარიერის ცენტრის მიერ ორგანიზებული "კარიერის დღეების" ფარგლებში კიდევ ერთი მასტერკლასი ჩატარდა.
მასტერკლასს სახელწოდებით "დასაქმების ბაზრის მიმოხილვა და ახალი პერსონალის კომპანიაში ინტეგრაცია" უძღვებოდნენ დასაქმების პლატფორმა ჰიროსა და ტრენინგ ცენტრი ერუდიოს ხელმძღვანელი, თამარ მესხიძე და აუდიტორული და საკონსულტაციო კომპანია ლოიალტეს HR მენეჯერი, თამარ ბენდელიანი.
შეხვედრაზე საუბარი იყო შემდეგ საკითხებზე:
- დასაქმების ბაზრის მიმოხილვა;
- რა შეიცვალა დასაქმების ბაზარზე პანდემიის ფონზე;
- რომელ პროფესიებზე შემცირდა/გაიზარდა მოთხოვნა?
- რა უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ სასურველ ადგილზე დავსაქმდეთ?
- მომავლის პროფესიები;
- და სხვა.
#WeAreGAU #ჩვენვქმნითმომავალს #GAUმომავლისთვის