
Changemaker Club-ის მეორე პროექტი ინფორმატიკისა და ინჟინერიის სკოლის: "AI და ყველაფერი ტექნოლოგიური სამყაროს შესახებ" ორი შეხვედრისგან შემდგარი ლექციური მოდული იყო. (17.06.25)
რომლის ფარგლებში ჩატარებულ ლექციებს: GAU-ს ინფორმატიკისა და ინჟინერიის სკოლის, ვიცე-დეკანი, სალომე ღუდუშაური და ამავე სკოლის პროფესორი, გიორგი ასანიძე უძღვებოდნენ.
მეორე პროექტის თემა ეძღვნებოდა: AI და მის გამოყენებას ყოველდღიურობაში.
ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის ეს ინიციატივა თავისუფალი თაობისთვის შეიქმნა და მისი მიზანი სწორედ ახალგაზრდების და მათი თვითაღმოჩენის, კარიერული ორიენტაციის და ლიდერული უნარ-ჩვევების განვითარების მხარდაჭერაა.
კლუბი შექმნილია შენთვის და იმ მოტივირებული აბიტურიენტებისთვის, რომლებიც საკუთარ მომავალს, ლიდერობასა და ცვლილების შექმნაში ხედავენ.
Changemakers Club-ი სექტემბრიდან, განახლებული და ძალიან საინტერესო პროექტებით დაბრუნდება...
შემოგვიერთდი და გახდი GAU Changemakers Club-ის ლიდერი: https://shorturl.at/aWVoB
აირჩიე GAU - აირჩიე 120!