თანამშრომლობის მემორანდუმი GAU-სა და თბილისის მერიას შორის
სამშაბათი, 28 აპრილი, 2015
GAU-ს 10 წარჩინებული სტუდენტი პრაქტიკულ სასწავლო კურსს თბილისის მერიაში ყოველწლიურად გაივლის. შესაბამისი შეთანხმება გათვალისწინებულია ქალაქის მუნიციპალიტეტისა და ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტს შორის 28 აპრილს გაფორმებული ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმით.
დოკუმენტის მიხედვით GAU-ს ბაზაზე ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეების მიერ სამეცნიერო-პრაქტიკული ნაშრომების შექმნა.
GAU-ს სტუდენტების მიერ მუნიციპალურ კულტურულ-საგანმანათლებლო პროგრამებში ჩართვა იგეგმება.
GAU-ს სტუდენტები ყოველწლიურად შეძლებენ მიღებული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენებას და ახალი გამოცდილების მიღებას, დედაქალაქის მერია კი მაღალი დონის თანამედროვე განათლების მქონე კადრების მიზიდვას.
მემორანდუმს ხელი თბილისის მერმა დავით ნარმანიამ და ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის პრეზიდენტმა რ. მაიკლ ქაუგილმა მოაწერეს.
ურთიერთანამშრომლობის დოკუმენტის გაფორმების შემდეგ დავით ნარმანიამ GAU-ს სტუდენტებისთვის წაიკითხა საჯარო ლექცია თემაზე "ქალაქის სერვისები და ბიზნესი". მოხსენების შემდეგ ტრადიციულად გაიმართა დისკუსია, სადაც ყველა მსურველს ჰქონდა კითხვების დასმის საშუალება.