ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტში (GAU) ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და ლიბერალური განათლების სკოლის ორგანიზებით ყოველწლიურად იმართება სტუდენტთა სამეცნიერო-შემოქმედებითი კონფერენცია, რომელიც ეძღვნება ლიტერატურის, ენის, ისტორიისა თუ ფოლკლორის საკითხებს.
წელს დაიგეგმა კონფერენციის სამეცნიერო ნაწილი, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ GAU-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და ლიბერალური განათლების სკოლის სტუდენტები.
კონფერენცია გაიმართება ქართულ-ამერიკულ უნივერსტიტეტში 15 მაისს, 12:00 საათზე (საკონფერენციო დარბაზში).
მონაწილეთა სია:
1. ნამილ გასანოვი – თვალის შემცველი ფრაზეოლოგიზმები აზერბაიჯანულში ქართულთან მიმართებით
2. უშანგი ხორნაული – პოლიტიკური პარტნიორების ძიება ევროპაში – თეიმურაზ I
3. მზეო ვანაძე – ქართული დამწერლობის წარმოშობის საკითხები
4. სალომე შველიძე – ჩა- ზმნისწინის სპეციფიკური გამოყენებისთვის
5. ნიკოლოზ ჭიკაიძე – მუხრან მაჭავარიანი – პიროვნება და შემოქმედი
6. ნატო ჯორბენაძე – შეგნებული არჩევანი თუ პოლიტიკური გათვლა – ქართველთა ელჩობა ლუი XVI-ის კარზე
7. სანდრო ჩემინავა – დაცემული ანგელოზის სახე ,,ღვთაებრივ კომედიაში“
8. მეგი მეგრელიშვილი – ილია ჭავჭავაძე 1906-1907 წლებში
9. ნიკოლოზ წურწუმია – შური თუ სტრატეგიული გადაწყვეტილება – გარნისის ბრძოლა
10.მარიამ დალაქიშვილი – ქონება-უქონლობის სახელთა წარმოებისათვის ,,ვეფხისტყაოსანში“
11. მეგი ცხადაია – არნოლდ ჩიქობავა – ქართველი ენათმეცნიერი
12.ნიკოლოზ ჭიკაიძე – უილიამ ფოლკნერის პერსონაჟები რომანიდან ,,ხმაური და მძვინვარება“