სიახლეები და ღონისძიებები

GAU-ში სკოლის მოსწავლეებისთვის CPR-ის სასწავლო ვორქშოფი გაიმართა

GAU-ში სკოლის მოსწავლეებისთვის CPR-ის სასწავლო ვორქშოფი გაიმართა

პარასკევი, 06 ნოემბერი, 2026

აჩვენე კალენდარზე

ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტში (GAU) კარდიოპულმონური რეანიმაციის (CPR) სასწავლო ვორქშოფი - „ერთად გადავარჩინოთ სიცოცხლე“ გაიმართა, რომელშიც თბილისის №100 და №192 საჯარო სკოლების IX–XII კლასების 40-მდე მოსწავლე და ორი პედაგოგი მონაწილეობდა.

ღონისძიების მთავარი მიზანი პირველადი დახმარების შესახებ ცნობიერების ამაღლება და მოსწავლეებისთვის სიცოცხლის გადარჩენისთვის აუცილებელი თეორიული ცოდნისა და პრაქტიკული უნარების გაზიარება იყო.

ვორქშოფის ფარგლებში მონაწილეები გაეცნენ კარდიოპულმონური რეანიმაციის (CPR) სწორად ჩატარების პრინციპებს, ავტომატური გარე დეფიბრილატორის (AED) გამოყენებას, გარემოს უსაფრთხოების შეფასების წესებს, გულის საბაზისო ანატომიასა და გულის გაჩერების ძირითად რისკფაქტორებს.

სასწავლო სესიებს უძღვებოდნენ ექიმები მარიამ ვაშაკიძე და ნათია ბიწაძე, ასევე სტუდენტები ნინი ქანთარია და ნიკოლოზ მაღრაძე, რომლებმაც მონაწილეებს პირველადი დახმარების მნიშვნელოვანი ასპექტები გააცნეს და შესაბამისი პრაქტიკული ცოდნა გაუზიარეს.

ვორქშოფმა სკოლის მოსწავლეებს შესაძლებლობა მისცა, უკეთ გაცნობოდნენ გადაუდებელ სიტუაციებში მოქმედების ძირითად პრინციპებსა და დროული დახმარების მნიშვნელობას.

მსგავსი საგანმანათლებლო ინიციატივებით GAU ხელს უწყობს ახალგაზრდებში ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების საკითხებზე ცნობიერების ამაღლებას, პრაქტიკული ცოდნის გავრცელებასა და სამედიცინო განათლების პოპულარიზაციას.

სისტემაში შესვლა

რეგისტრაცია

გმადლობთ ! თქვენი წერილი წარმატებით გაიგზავნა