GAU Dandy Neurosurgical Club-მა წარმატებით გამართა სემესტრის პირველი მასშტაბური ღონისძიება — „Cerebroclash: Halloween Edition“. (02.11.25)
ოთხსაათიანმა ღონისძიებამ გააერთიანა მაღალი დონის თეორიული ცოდნა და პრაქტიკული სწავლება ინტერაქტიული ფორმატისა და მეგობრული კონკურენციის გზით. ჰელოუინის თემატიკაზე შექმნილმა გარემომ მედიცინის სტუდენტებს მისცა შესაძლებლობა, სწავლება და გართობა ერთ სივრცეში შეეთავსებინათ და გაეუმჯობესებინათ ნევროლოგიური და ნეიროქირურგიული უნარები.