სიახლეები და ღონისძიებები

GAU პირველ Erasmus+ საერთაშორისო ფორუმს მასპინძლობს

GAU პირველ Erasmus+ საერთაშორისო ფორუმს მასპინძლობს

ხუთშაბათი, 12 ნოემბერი, 2026

აჩვენე კალენდარზე

ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი (GAU) პირველ Erasmus+ საერთაშორისო ფორუმს მასპინძლობს, რომელიც სხვადასხვა ქვეყნის უნივერსიტეტებისა და საგანმანათლებლო ინსტიტუციების წარმომადგენლებს აერთიანებს.

ფორუმის ფარგლებში GAU-ს ხუთი ქვეყნის - ირლანდიის, საფრანგეთის, ლატვიის, პოლონეთისა და თურქეთის - პარტნიორი უნივერსიტეტების წარმომადგენლები სტუმრობენ.

საერთაშორისო ფორუმში მონაწილეობენ შემდეგი უნივერსიტეტების წარმომადგენლები:

  • ირლანდია: Trinity College Dublin, the University of Dublin;

  • საფრანგეთი: IAE Metz School of Management / Université de Lorraine;

  • ლატვია: EKA University of Applied Sciences;

  • პოლონეთი: Józef Piłsudski University of Physical Education in Warsaw;

  • თურქეთი: Istanbul Esenyurt University, Atlas University და Karabük University.

საერთაშორისო კვირეულის პროგრამა მრავალფეროვან საგანმანათლებლო და პროფესიულ აქტივობებს მოიცავს, მათ შორის საერთაშორისო კონფერენციას, წამყვან კომპანიებში ვიზიტებს, GAU-ს მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტებთან შეხვედრებს, გამოცდილების გაზიარებასა და სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობების განხილვას.

ფორუმის მთავარი მიზანია საერთაშორისო პარტნიორობის გაღრმავება, ახალი ერთობლივი პროექტების ინიცირება და უნივერსიტეტებს შორის აკადემიური და კვლევითი თანამშრომლობის გაძლიერება.

Erasmus+ საერთაშორისო ფორუმი მონაწილეებს შესაძლებლობას აძლევს, ერთმანეთს გაუზიარონ გამოცდილება, განიხილონ უმაღლესი განათლების სფეროში არსებული გამოწვევები და განსაზღვრონ თანამშრომლობის ახალი მიმართულებები.

GAU აგრძელებს საერთაშორისო კავშირების გაფართოებას, სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალისთვის ახალი შესაძლებლობების შექმნასა და საქართველოს უმაღლესი განათლების საერთაშორისო ასპარეზზე წარმოჩენას.

სისტემაში შესვლა

რეგისტრაცია

გმადლობთ ! თქვენი წერილი წარმატებით გაიგზავნა