ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის მუდმივი ქმედითი თანადგომა ჩვენი სტუდენტების წარმატებისკენ მიმავალ გზაზე ყოველ ნაბიჯზე მტკიცდება.
GAU-ში, 1-2 დეკემბერს (2022), ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის ხელშეწყობით, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და ლიბერალური გაანთლების სკოლის კურსდამთავრებულების ნათია ტყემალაძისა - ,,ოპოზიციურ წყვილთა ლექსიკონი“ და ნამილ გასანოვის წიგნის - ,,ფრაზეოლოგიური გამოთქმები აზერბაიჯანულში ქართულთან მიმართებით“ - პრეზენტაციები გაიმართა.
ღონისძიების მთავარი ნაწილი დაეთმო, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და ლიბერალური განათლების სკოლის ლექტორებისა და დამსწრე საზოგადოების მიერ, პრეზენტაციაზე წარმოდგენილი წიგნების განხილვასა და შეფასებას.
GAU წარმატებასა და კიდევ უფრო დიდ კარიერულ წინსვლას უსურვებს კურსდამთავრებულებს!