სიახლეები და ღონისძიებები

გაცვლითი პროგრამა GAU-ს ბიზნესის ადმინისტრირების ბაკალავრიატის სტუდენტებისთვის

გაცვლითი პროგრამა GAU-ს ბიზნესის ადმინისტრირების ბაკალავრიატის სტუდენტებისთვის

პარასკევი, 18 მაისი, 2018

აჩვენე კალენდარზე

GAU-ს ახლად დაფუძნებული ესპანური ცენტრის ფარგლებში კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პროექტი იწყება - გაცვლითი პროგრამა GAU-ს ბიზნესის ადმინისტრირების ბაკალავრიატის სტუდენტებისთვის!

თუ ხართ GAU-ს მე-2, მე-3 ან მე-4 სემესტრის ბიზნესის ადმინისტრირების სტუდენტი, მაშინ ეს შანსი თქვენთვისაა:

ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტისა და ალკალას უნივერსიტეტის შეთანხმების საფუძველზე, GAU-ს ბაკალავრიატის 3 სტუდენტს ეძლევა საშუალება, ესპანეთში ალკალას უნივერსიტეტში 2018 წლის სექტემბრიდან გაიაროს ერთსემესტრიანი სასწავლო კურსი.
ხელშეკრულების მიხედვით, GAU-ს სტუდენტისთვის სწავლა სრულიად უფასოა. მას მხოლოდ მგზავრობისა და ცხოვრების ხარჯების დაფარვა მოუწევს.
სტუდენტებს შეარჩევს სპეციალური კომისია. ყურადღება მიექცევა შემდეგ კრიტერიუმებს:

• აკადემიური მოსწრება (GPA)
• ინგლისური ენის ცოდნა
• საუნივერსიტეტო აქტივობებში მონაწილეობა
• სამოტივაციო წერილი

მსურველებმა უნდა შეავსოთ ანკეტა მოცემულ ბმულზე: https://goo.gl/NTve2v და გამოგზავნოთ სამოტივაციო წერილი ინგლისურ ენაზე 150-დან 300 სიტყვამდე მოცულობით შემდეგ მისამართზე: exchange@gau.ge

განცხადების გამოგზავნის ბოლო ვადაა 2018 წლის 24 მაისი, 18:00 საათი.

კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით ნომერზე: 592 11 22 00

სისტემაში შესვლა

რეგისტრაცია

გმადლობთ ! თქვენი წერილი წარმატებით გაიგზავნა