სიახლეები და ღონისძიებები

GAU-ს შიდა ოლიმპიადა ფეხბურთში

GAU-ს შიდა ოლიმპიადა ფეხბურთში

კვირა, 18 დეკემბერი, 2016

აჩვენე კალენდარზე

უკვე ორი თვეა, რაც GAU-ში შიდა ოლიმპიადების ციკლი ფეხბურთის ტურნირით გაიხსნა, 18 დეკემბერს (2016) კი საფინალო შეხვედრა გაიმართა ორ ყველაზე ძლიერ გუნდს შორის: ,,აზრი არ აქვს'' ,,კოპალა და ბიჭები''. 

გამომდინარე იქიდან, რომ ორივე გუნდი გამარჯვებისკენ ილტვოდა და მღელვარება დიდი იყო, თამაში თავიდანავე დაძაბულად წარიმართა. თამაშის მიწურულს კი საზეიმოდ დასახელდა გამარჯვებული გუნდი. GAU-ელ ოლიმპიელებს გადაეცათ დაპირებული პრიზები და GAU-ს შიდა თასი. დაჯილდოებას ესწრებოდა GAU-ს პრეზიდენტი რ. მაიკლ ქაუგილი.

მაშ ასე, GAU-ს პირველი შიდა ოლიმპიადის ღირსეული გამარჯვებული გახლავთ ბიზნესის სკოლის გუნდი: „კოპალა და ბიჭები“. გუნდის კაპიტანი კი ჯემალ ბერიძე. გამარჯვებულ გუნდს გადაეცემა ფულადი პრიზი. ტურნირის ბომბარდირი კი გახდა გენო ზარია 15 გოლით. 

ჩვენ ვულოცავთ გენოს და მისი გუნდის ყველა წევრს გამარჯვებას. ვიმედოვნებთ, რომ ისინი მომავალშიც ჩაერთვებიან GAU-ს სპორტულ ღონისძიებებში და გარესაუინივერსიტეტო აქტივობებში. 

სამომავლო სპორტული ტურნირების შესახებ ინმფორმაციას, რა თქმა უნდა, უახლოეს მომავალში GAU-ს ოფიციალური Facebook და Web გვერდებიდან შეიტყობთ, ველით თქვენს ჩართულობას. 

სისტემაში შესვლა

რეგისტრაცია

გმადლობთ ! თქვენი წერილი წარმატებით გაიგზავნა