20 მაისს (2016) ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის (GAU) ინფორმატიკისა და ინჟინერიის სკოლის და ჯეოლაბის ორგანიზებით გაიმართა ღია ლექცია, სადაც საუბარი იყო გეოგრაფიული ინფორმაციული სისტემების მნიშვნელობასა და მათი ბიზნესში გამოყენების შესაძლებლობებზე.
შეხვედრაზე განხილული იყო შემდეგი საკითხები:
- რა ზეგავლენას ახდენს გეოგრაფიული ინფორმაციული სისტემის (GIS) გამოყენება კომპანიების წარმატებაზე?
- რამდენად მნიშვნელოვანია მონაცემთა ანალიზი გადაწყვეტილების მიღების პროცესში?
- რატომ, რა მიზნით და რომელ ინდუსტრიაში გამოიყენება დღეს GIS?
ღია ლექციას უძღვებოდა ნათია ქანთარია - კომუნიკაციის სპეციალისტი, მიშკოლცის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრი.