ვებგვერდისა და აპლიკაციების კონცეფციის შემუშავება და მართვა
შაბათი, 30 ივნისი, 2018
30 ივნისს (2018) ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის (GAU) ინფორმატიკისა და ინჟინერიის სკოლის და ჯეოლაბის ორგანიზებით გაიმართა ღია ლექცია თემაზე: ვებგვერდისა და აპლიკაციების კონცეფციის შემუშავება და მართვა.
ცხადია, პროექტში ჩართულმა მხარეებმა თუ მონაწილეებმა იციან ‘როგორ’ გააკეთონ მათი საქმე, თუმცა პროდუქტის საერთო ‘რა’ კითხვების განსაზღვრა და მათზე პასუხების ერთ ადგილას თავმოყრა ცალკე სამუშაოა, რომელიც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილია სწორი პროდუქტის, მაღალი ხარისხით, სიჩქარით და პროგნოზირებადად შექმნისათვის.
რატომ წერითი კომუნიკაცია?
-
წერა გიბიძგებს იფიქრო სიღრმისეულად სპეციფიკებზე და ამავდროულად ლაკონურად, მომხმარებელთა კვლევის, დიზაინის, დეველოპმენტის ‘ხარჯიანი’ პროცესების როგორც დაწყებამდე, ასევე პროცესსშიც. ზრდის გადაწყვეტილებების ხარისხს და ამცირებს გაუთვალისწინებელი გარემოებების წარმოქმნას.
- კომუნიკაციას თამიმდევრულს და არგუმენტირებულს ხდის მხარეთათვის, ვინაიდან დოკუმენტაცია ერთიანებს პროექტში ჩართული მხარეებიისაგან აკუმულირებულ საერთო ხედვებს, “რა” კითხვებზე პასუხებსა და საჭიროებებს.
- პროექტის მხარეებს უფრო ანგარიშვალდებულებს ხდის, რომელიც მოქმედებს ბოლო მომენტის ან შუა პროცესის მოთხოვნების წარმოქმნის შემცირებაზე და დიზაინერებიც და დეველოპერებიც ორმაგად ფიქრობენ შესასრულებელი სამუშაოს შეფასება, განსაზღვრაზე.
ღია ლექციის განმავლობაში საუბარი იყო იმ ძირითად ინფორმაციებზე, რომელიც განსაზღვრული უნდა იყოს დოკუმენტრაციაში, მეთოდებზე, რომლითაც ხდება დოკუმენტაციის პროცესის ნაწილად ქცევა. გაზიარდა მნიშვნელოვანი რესურსები, მათ შორის დოკუმენტაციები, რომლებსაც სხვადადსხვა წარმატებული კომპანია იყენებს ციფრულ პროდუქტებთან მუშაობისას.