სიახლეები და ღონისძიებები

ამბის ვიზუალურად თხრობის ხელოვნება

ამბის ვიზუალურად თხრობის ხელოვნება

შაბათი, 26 მარტი, 2016

აჩვენე კალენდარზე

როგორ იცვლება ვიზუალური ამბის თხრობის გზები ახალ მოცემულობაში, როდესაც ჩვენი ფიზიკური სხეული კონვერგირებულია ციფრულ სამყაროსთან, როცა ახალი ტექნოლოგიები ჩვენი ყოველდღიურობის ნაწილია? როგორია ჟურნალისტიკის, კინოს მომავალი? სად და როგორ შეიძლება გადაიკვეთოს დოკუმენტალისტიკა და ვირტუალური რეალობა? რა ტენდენციებია მსოფლიოში?

26 მარტს (2016) ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის (GAU) ინფორმატიკისა და ინჟინერიის სკოლისა და ჯეოლაბის ორგანიზებით გაიმართა კინოდოკუმენტალისტის, თიკო ნაჭყებიას ღია ლექცია თემაზე "ამბის ვიზუალურად თხრობის თანამედროვე ტენდენციები."

შეხვედრაზე საუბარი იყო იმ ახალ ტექნოლოგიებზე, რომელთა გამოყენებასაც თანამედროვე დოკუმენტური კინოს ინდუსტრია ცდილობს. კერძოდ, ვირტუალურ რეალობასა და 360 გრადუსიან ვიდეო გადაღებაზე, რომელიც ახლო მომავალში, ჩვეულებრივი ყოველდღიურობის განუყოფელი ნაწილი გახდება.

სისტემაში შესვლა

რეგისტრაცია

გმადლობთ ! თქვენი წერილი წარმატებით გაიგზავნა