![](https://gau.edu.ge/storage/app/uploads/public/a15/8fc/35b/thumb__450_480_0_0_auto.jpg)
GAU საქართველოსა და ამერიკის დიპლომატიური ურთიერთობების 25 წლისთავის აღსანიშნავ ღონისძიებებში მონაწილეობს. ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი (GAU) 23 აპრილს (2017) გამართულ მეგობრობის ფორუმზე სტენდითა და პრეზენტაციით იყო წარმოდგენილი. სტუმრებმა მეტი გაიგეს GAU-ს, როგორც ქართულ-ამერიკული მეგობრობის ერთ-ერთ საუკეთესო მოდელის შესახებ საქართველოში.
ორი ქვეყნის დიპლომატიური ურთიერთობის დაწყების თარიღი GAU-ში ყოველწლიურად აღინიშნება. შეხვედრას ტრადიციულად აშშ-ის ელჩი საქართველოში და დიპლომატიური მისიის წარმომადგენლები ესწრებიან. წელს 25 წლისთავთან დაკავშირებული ღონისძიება GAU-ში 11 მაისს გაიმართება.