GAU-ს გუგლის დეველოპერების სტუდენტური კლუბი Google I/O-ზე
ხუთშაბათი, 20 მაისი, 2021
20 მაისს (2021) ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის (GAU) ინფორმატიკისა და ინჟინერიის სკოლის
Google Developer Student Club - GAU-ს ხელმძღვანელი, მარიამ ზენაიშვილი Google I/O-ზე სიტყვით გამოვიდა.
GAU-ს გუგლის დეველოპერების სტუდენტური კლუბი ერთადერთი კლუბია ევროპაში, რომელსაც Google I/O-ზე სიტყვით გამოსვლის შესაძლებლობა ჰქონდა.
მარიამმა შეხვედრაზე ისაუბრა შემდეგ საკითხებზე:
- როგორ აერთიანებს ტექნოლოგიებით დაინტერესებულ სტუდენტებს GAU-ს გუგლის დეველოპერების სტუდენტური კლუბი;
- როგორ ეხმარება კლუბი სტუდენტებს სიახლეების გაგებაში, ახალი ცოდნის მიღებასა და ახალი ადამიანების გაცნობაში;
- ღონისძიებები და კონკურსები, რომელიც კლუბის ფარგლებში დაორგანიზდა GAUს სტუდენტებისთვის და არამარტო ჩვენი სტუდენტებისთვის.
Google I/O არის ყოველწლიური კონფერენცია დეველოპერებისთვის, რომელიც აერთიანებს სხვადასხვა საინტერესო სესიას ტექნოლოგიებზე და გუგლის საზოგადოებების შეხვედრებს.