GAU-ში ინფორმატიკის პროგრამის სტუდენტების დიპლომების დაცვის ცერემონია გაიმართა
სამშაბათი, 30 ივნისი, 2026
ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტში ინფორმატიკისა და ინჟინერიის სკოლის ინფორმატიკის პროგრამის სტუდენტების საბაკალავრო ნაშრომების დაცვის ცერემონია გაიმართა.
ღონისძიებას ესწრებოდნენ ინფორმატიკისა და ინჟინერიის სკოლის ვიცე-დეკანი და სკოლის აკადემიური პერსონალი, რომლებმაც სტუდენტების მიერ წარმოდგენილი პროექტები და ნაშრომები შეაფასეს.
დაცვის პროცესში სტუდენტებმა წარმოადგინეს საკუთარი ცოდნა, პრაქტიკული გამოცდილება და თანამედროვე ინფორმაციული ტექნოლოგიების მიმართულებით განხორციელებული პროექტები, რაც მათ მიერ პროგრამის ფარგლებში მიღებული კომპეტენციების წარმატებით გამოყენებას წარმოაჩენდა.
GAU-ს ინფორმატიკისა და ინჟინერიის სკოლა სტუდენტებს სთავაზობს თანამედროვე საგანმანათლებლო გარემოს, პრაქტიკაზე ორიენტირებულ სწავლებასა და პროფესიული განვითარების მრავალ შესაძლებლობას. სკოლა გამოირჩევა GeoLab-ის ინოვაციური IT ლაბორატორიით, მაღალკვალიფიციური აკადემიური პერსონალით, Apple-ის ავტორიზებული ტრენინგ ცენტრით, საერთაშორისო გაცვლითი პროგრამებით, მასტერკლასებით, ჰაკათონებით, სტუდენტური პროექტებითა და დასაქმებაზე ორიენტირებული სასწავლო პროცესით.
გარდა ამისა, სტუდენტებისთვის ხელმისაწვდომია სხვადასხვა სახის დაფინანსებისა და სტიპენდიის პროგრამები, მათ შორის Top გრანტი, სოფო შუბლაძის 5000-ლარიანი სტიპენდია, GPA-ის მიხედვით შიდა დაფინანსება და ოთარ ჩაკვეტაძის სახელობის სტიპენდია.