სტუდენტთა სამეცნიერო-შემოქმედებითი კონფერენცია - ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და ლიბერალური განათლების სკოლა
ხუთშაბათი, 13 მაისი, 2021
ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტში (GAU) ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და ლიბერალური განათლების სკოლის ორგანიზებით ყოველწლიურად იმართება სტუდენტთა სამეცნიერო-შემოქმედებითი კონფერენცია, რომელიც ეძღვნება ლიტერატურის, ენის, ისტორიისა თუ ფოლკლორის საკითხებს. გარდა ამისა, სტუდენტებს აქვთ შესაძლებლობა ფართო აუდიტორიას წარუდგინონ თავიანთი შემოქმედება: მოთხრობები, ჩანახატები, ლექსები თუ თარგმანები.
არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გამო კონფერენცია გაიმართება დისტანციურად, Zoom-ის პლატფორმით 16 მაისს, 14:00 საათზე.
კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად გამოიყენეთ შემდეგი ბმული: https://us02web.zoom.us/j/82760315339?pwd=L205eG84NHo5bGRkNzc5YmpWNzJTQT09
მონაწილეთა სია:
- ნათია ტყემალაძე – ინკლუზიური განათლების დანერგვის ისტორიისათვის
- ანი ბრეგვაძე – მორალურ-ზნეობრივი კონცეპტები დ. კლდიაშვილის მოთხრობების მიხედვით
- მარიამ ტეფნაძე – ნაცვალსახელთა ბრუნების ტიპები ძველ ქართულში
- ნანა მაჭარაძე – მიხეილ თამარაშვილი და ქართული ინტელიგენცია
- ანკა გიორგობიანი – სიმბოლურ-ალეგორიული ქვეტექსტები მიხაილ ბულგაკოვის „ოსტატი და მარგარიტას“ მიხედვით
- ნამილ გასანოვი – ფრაზეოლოგიური გამოთქმების ერთი სახეობისათვის აზერბაიჯანულში (ქართულთან მიმართებით)
- სანდრო ჩემინავა – გურამ გეგეშიძის „ეშმაკის მოსახვევის“ გააზრებისათვის
- უშანგი ხორნაული – ქრისტიანობის სახელმწიფო სარწმუნოებად გამოცხადების ისტორია „მოქცევაი ქართლისაის“ მიხედვით
- მარი კულუა – გამორჩევითობის სემანტიკის გამოხატვისათვის თანამედროვე ქართულში
- ანა პაპავა – ეგზისტენციალური საკითხები ბესიკ ხარანაულის „ხეიბარი თოჯინას“ მიხედვით
- თამარ ბიტარიშვილი – „ვეფხისტყაოსნის“ ქაჯავეთის ციხე და მითოსური ქაჯავეთის ქვეყანა
- მარიამ ჩხეიძე – „სერაპიონ ზარზმელის ცხოვრება“ – ისტორიული წყარო
#WeAreGAU #ჩვენვქმნითმომავალს #GAUმომავლისთვის