ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი GAU-სა და ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციას შორის
ოთხშაბათი, 19 თებერვალი, 2020
19 თებერვალს (2020) ქართულ-ამერიკულმა უნივერსიტეტმა (GAU) მორიგი ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციასთან. ქართულ-ამერიკული უნივერსტეტის დამფუძნებელმა და პრეზიდენტმა რ. მაიკლ ქაუგილმა და ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ანა საბახტარიშვილმა მემორანდუმს მოაწერეს ხელი, რომლის მიზანსაც ურთიერთთანამშრომლობის განვითარება და მხარეთა ძალისხმევით შრომის ბაზრის კვალიფიციული კადრებით უზრუნველყოფა წარმოადგენს.
GAU ასოციაციისთვის უნივერსიტეტში არსებული საგანმანათლებლო პროგრამების ფარგლებში სტუდენტთა/კურსდამთავრებულთა მოძიებას და ასოციაციის წევრი კომპანიებისთვის შეთავაზებას უზრუნველყოფს. მხარეები უფლებამოსილნი არიან დაგეგმონ და განახორციელონ ერთობლივი საჯარო თემატური და საინფორმაციო ხასიათის ღონისძიებები.