GAU პირველი უნივერსიტეტია საქართველოში, რომელმაც The Society of Korean Literary Creative Writing-ის (Korea) მიერ ორგანიზებულ საერთაშორისო ლიტერატურულ სიმპოზიუმს უმასპინძლა, თემით: ‘’Literature, Language and Civilization”. (3.07.23)
სიმპოზიუმის გახსნა დაეთმო მოწვეული სტუმრების მისალმებასა და კორეული ენის დამწერლობის გაცნობით პერფომანს.
კონფერენციას ესწრებოდა კორეის რესპუბლიკის საელჩოს საქმეთა დროებითი რწმუნებული, ბატონი კიმ ტონგ ოპი, ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის პრეზიდენტი, რ. მაიკლ ქაუგილი და GAU-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და ლიბერალური განათლების სკოლის დეკანი, რუსუდან ციციშვილი.
სიმპოზიუმი აერთიანებდა 5 სხვადასხვა ქვეყნის მონაწილე მწერლებს, პოეტებსა და შემოქმედებს გარდა ამისა, კონფერენციაში მონაწილეობდნენ როგორც GAU-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და ლიბერალური განათლების სკოლის პროფესორები, ასევე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორებიც, რომლებიც სადისკუსიო ფორმატში ერთმანეთს თავიანთ ნაშრომებსა და საკვლევ თემებს უზიარებდნენ.