GAU საზღვრებს მიღმა.
ქართულ-ამერიკული უნივერისტეტის პარტნიორმა University of Lodz-მა 16-20 მაისს, პოლონეთში, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლებს საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში უმასპინძლა.
საერთაშორისო შეხვედრებზე საქართველოს წარმოადგენდა ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების ოფისის ხელმძღვანელი, თამარა მეჭურჭლიშვილი.
კვირეულის მიზანი გახლდათ ინტერნაციონალიზაციის პოლიტიკის ხელშეწყობა, პანდემიითა და ომით გამოწვეული პრობლემემის გადაჭრის გზების მოძიება და ე.წ. Generation Z-თან სწორი კომუნიკაციის განსაზღვრა.