ამერიკული განათლების მიღება საქართველოში კიდევ უფრო ხელმისაწვდომი ხდება!
GAU გთავაზობთ სამაგისტრო პროგრამების ახალ საფასო კატეგორიას:
ბიზნესის ადმინისტრირება
ბიზნესის ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამაზე სწავლის წლიური გადასახადი შეადგენს 3,900* ლარს.
სამართალი
სამართლის სამაგისტრო პროგრამაზე სწავლის წლიური გადასახადი შეადგენს 3,900* ლარს.
საერთაშორისო ურთიერთობები და დიპლომატია
საერთაშორისო ურთიერთობების სამაგისტრო პროგრამაზე სწავლის წლიური გადასახადი შეადგენს 3,900* ლარს.
ევროპული ინტეგრაცია და შრომითი ურთიერთობები (EIGER)
EIGER-ის სამაგისტრო პროგრამაზე სწავლის წლიური გადასახადი შეადგენს 2.250* ლარს.
ვებ და მულტიმედიური პროექტის ტექნოლოგიები და მართვა
ვებ და მულტიმედიური პროექტის ტექნოლოგიებისა და მართვის სამაგისტრო პროგრამაზე სწავლის წლიური გადასახადი შეადგენს 3,400* ლარს.
*გადახდა ხდება წელიწადში ორჯერ, თანაბარი გადახდებით, თითოეული სემესტრის დაწყებამდე.
ასევე ძალაში რჩება სწავლის დაფინანსების სისტემებიც:
TOPგრანტი სამაგისტრო პროგრამებისთვის:
აპლიკანტები, რომლებიც საერთო სამაგისტრო გამოცდების ჯამური რეიტინგით საუკეთესო 300-ეულში მოხვდებიან და აირჩევენ ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტს, GAU-ში ისწავლიან სრული დაფინანსებით სამაგისტრო პროგრამით გათვალისწინებული 120 კრედიტის ფარგლებში (რომელიმე საგნ(ებ)ის ხელმეორედ ან/და დამატებით არჩევის შეთხვევაში სტუდენტი დაფარავს შესაბამისი კრედიტების ღირებულებას).
სპეციალური დაფინანსება:
იმ შემთხვევაში თუ, უნივერსიტეტში ერთდროულად სწავლობენ ერთი ოჯახის წევრები, მათზე ვრცელდება 20%-იანი შეღავათი.
* გარკვეული გადაფარვების თუ არასტანდარტული ვითარების შემთხვევებში გაითვალისწინეთ:
|
მიღების კრიტერიუმები:
-
მაგისტრატურაში სწავლის უფლება აქვს ბაკალავრს ან მასთან გათანაბრებულ აკადემიური ხარისხის მქონე პირს, რომელიც უნივერსიტეტში სამაგისტრო პროგრამაზე სწავლის უფლებას მოიპოვებს საერთო სამაგისტრო გამოცდების შედეგების საფუძველზე;
-
ჩააბარებს შიდა საუნივერსიტეტო ტესტირებას ინგლისურ ენაში (პირი, რომელსაც აქვს შესაბამის დონეზე ენის ცოდნის დამადასტურებელი სერთიფიკატი ან პირველი საფეხურის აკადემიური საგანმანათლებლო პროგრამა გავლილი აქვს უცხო ენაზე (ინგლისური) ტესტირებისგან თავისუფლდება);
-
გაივლის გასაუბრებას სპეციალობაში.