შეხვედრა პოლონეთის ბიალა პოდლასკას უნივერსიტეტის წარმომადგენელთან
პარასკევი, 26 თებერვალი, 2021
26 თებერვალს (2020) ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის (GAU) საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის უფროსი, თამარა მეჭურჭლიშვილი პოლონეთის ბიალა პოდლასკას უნივერსიტეტის წარმომადგენელს შეხვდა.
აღნიშნულ უნივერსიტეტთან დიდხნიანი თანამშრომლობა გვაკავშირებს. სწორედ ამ თანამშრომლობის ფარგლებში, გასულ წელს, GAU-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და ლიბერალური განათლების სკოლას ეწვია პოლონელი ლექტორი, რომელმაც ჩვენს სტუდენტებს ლექციები ჩაუტარა.
შეხვედრაზე საუბარი იყო სამომავლო გეგმებზე. განხილული იყო GAU-ს ლექტორის ჩასვლა ბიალა პოდლასკას უნივერსიტეტში.