GAU საერთაშორისო კვირეულზე მურსიას უნივერსიტეტში, ესპანეთი
სამშაბათი, 07 ივნისი, 2022
ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი მურსიას უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებული საერთაშორისო კვირეულის მონაწილეა.
ესპანეთში გამართულ წარმომადგენლობით შეხვედრებს ესწრებოდა GAU-ს საერთაშორისო ურთიერთობების ოფისის ხელმძღვანელი, თამარა მეჭურჭლიშვილი, რომელსაც შესაძლებლობა ჰქონდა გასაუბრებოდა და ერთობლივი საგანმანათლებლო პერსპექტივები დაესახა ევროკავშირის წევრი ქვეყნების უნივერსიტეტების ადმინისტრაციულ თუ აკადემიურ პერსონალთან ერთად.
კვირეულის მიწურულს ცნობილი გახდა, რომ 2022-2023 აკადემიურ წელს მურსიას უნივერსიტეტის, ცენტრ იბერიასა და ქართულ-ამერიკულ უნივერისტეტის ორგანიზებით ესპანეთში გაიმართება „ქართული დღეები“.