სიახლეები და ღონისძიებები

იმიტირებული სასამართლო პროცესი GAU-ში

იმიტირებული სასამართლო პროცესი GAU-ში

პარასკევი, 01 მაისი, 2015

აჩვენე კალენდარზე

პირველ მაისს GAU-ში იმიტირებული სასამართლო პროცესები სკოლის მოსწავლეების მონაწილეობით გაიმართა. სამართლის, სოციალურ მეცნიერებათა და დიპლომატიის სკოლის ორგანიზებით, სისხლის სამართლის განსაკუთრებულად რთული საქმეები საქართველოს სხვადასხვა სკოლის მე-11 და მე-12 კლასელებმა განიხილეს. ბავშვები სპეციალურად ამ დღისთვის ქუთაისის რამდენიმე სკოლიდანაც ჩამოვიდნენ. ნაფიცი მსაჯულები GAU-ს სხვადასხვა ფაკულტეტის სტუდენტები იყვნენ, მოსამართლეების როლს კი GAU-ს პროფესორები და პრაქტიკოსი იურისტები ასრულებდნენ. იმიტირებული პროცესები საინტერესოდ, ემოციურად წარიმართა და 22:00 საათამდე გაგრძელდა. ბოლოს სპეციალურმა ჟიურიმ - პროფესორებმა და მოწვეულმა სტუმრებმა - საუკეთესო გუნდები გამოავლინეს, რომლებიც ნახევარ ფინალში გადავიდნენ.

GAU-ს პარტნიორი ამ აქტივობებში კორძაძის საადვოკატო ბიუროა. ყველა მოსწავლეს იმიტირებულ პროცესში მონაწილეობისთვის გადაეცემა სიგელი, გამარჯვებული გუნდი კი დიპლომებითა და სპეციალური პრიზებით დასაჩუქრდება.

მსგავსი ტიპის ღონისძიებები GAU-ში პერმანენტულად გაიმართება. ერთ კვირაში კი საერთაშორისო ურთიერთობებითა და დიპლომატიით დაინტერესებული მოსწავლეებისთვის ევროკავშირის მოდელირება იგეგმება. დაწვრილებით ინფორმაციას ამ თემაზე ისევ აქ, GAU-ს facebook გვერდზე და საიტზე იხილავთ.

სისტემაში შესვლა

რეგისტრაცია

გმადლობთ ! თქვენი წერილი წარმატებით გაიგზავნა