![](https://gau.edu.ge/storage/app/uploads/public/b50/b26/065/thumb__450_480_0_0_auto.jpg)
ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის თანამშრომლებისთვის, პერსონალურ მონაცემთა დაცვის საკითხებზე ტრენინგს, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური უძღვებოდა.
საინფორმაციო შეხვედრაზე სამსახურის წარმომადგენლებმა ისაუბრეს ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორებიცაა:
- პერსონალურ მონაცემთა უსაფრთხოების დაცვა საგანმანათლებლო დაწესებულებებში და მონაცემთა დაცვის ოფიცრის როლი ამ პროცესში
- ინციდენტის შეტყობინების წესი და პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონის გავლენა საგანმანათლებლო სექტორზე.
შეხვედრას უძღვებოდნენ სამსახურის პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი, თენგიზ მამულია და ექსპერტი განათლების მიმართულებით თამარ აბაზაძე.