სიახლეები და ღონისძიებები

ზაზა რუხაძე საქართველოს იურიდიულ მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილ წევრ-აკადემიკოსად აირჩიეს

ზაზა რუხაძე საქართველოს იურიდიულ მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილ წევრ-აკადემიკოსად აირჩიეს

სამშაბათი, 12 აპრილი, 2016

აჩვენე კალენდარზე

GAU-ს სამართლის, სოციალურ მეცნიერებათა და დიპლომატიის სკოლის დეკანი ზაზა რუხაძე საქართველოს იურიდიულ მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილ წევრ-აკადემიკოსად აირჩიეს.

ბატონი ზაზა GAU-ს სამართლის, სოციალურ მეცნიერებათა და დიპლომატიის ფაკულტეტს დაარსების დღიდან ხელმძღვანელობს.

მისი სამეცნიერო კვლევის ობიექტია სახელმწიფო და სამართალი. პროფესორ ზაზა რუხაძის სამუშაო გამოცდილება საინტერესო და მრავალფეროვანია, ბიოგრაფიას შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს ვებ გვერდზე: https://www.gau.edu.ge/ka/about/lecturerseach/zaza-rukhadze

იურიდიულ მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილი წევრ-აკადემიკოსის დიპლომი მას GAU-ში პირადად გადასცა აკადემიის პრეზიდენტმა, იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორმა, შოთა ფაფიაშვილმა.

ვულოცავთ ბატონ ზაზას და პროფესიულ წარმატებასთან ერთად GAU-ს კიდევ ბევრი თაობის ფორმირებაში ვუსურვებთ თავისი მნიშვნელოვანი წვლილის შეტანას! 

სისტემაში შესვლა

რეგისტრაცია

გმადლობთ ! თქვენი წერილი წარმატებით გაიგზავნა