სიახლეები და ღონისძიებები

ბიზნესი და გარემოზე ზრუნვა თავსებადია

ბიზნესი და გარემოზე ზრუნვა თავსებადია

პარასკევი, 12 ივნისი, 2015

აჩვენე კალენდარზე

ბიზნესი და გარემოზე ზრუნვა თავსებადია - ამ სლოგანით GAU-ში 12 ივნისს ეკოლოგიურ პრობლემებსა და სოციალურ პასუხისმგებლობაზე იმსჯელეს. კომპანია PR Consultants-ის მიერ ორგანიზებულ შეხვედრაზე მოხსენება GAU-ს სტუდენტებმა - ქეთევან კაპანაძემ და ნუკა გოგუამ - გააკეთეს. 

მათ კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის პროექტებზე მსხვილი კომპანიების „სტარბაქსისა'' და „გუგლის'' მაგალითებით ისაუბრეს და ქართულ რეალობაში არსებულ გამოწვევებზე იმსჯელეს. 

შეხვედრას, რომელიც ინგლისურ ენაზე წარიმართა, GAU-ს სტუდენტებთან ერთად მოწვეული სტუმრები, ბიზნეს-კომპანიებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრნენ. 

სიტყვით "ახალგაზრდა ეკონომისტთა და ფინანსისტთა ასოციაციის" წევრიც გამოვიდა. 

შეხვედრა გაეროს მხარდაჭერით გაიმართა და დასასრულს GAU-ს 10 წლის იუბილესთან დაკავშირებით PR Consultants-ისგან სიმბოლური საჩუქარიც გადაეცა.

სისტემაში შესვლა

რეგისტრაცია

გმადლობთ ! თქვენი წერილი წარმატებით გაიგზავნა