სიახლეები და ღონისძიებები

ქართველი, აფხაზი და ოსი მწერლების კრებული

ქართველი, აფხაზი და ოსი მწერლების კრებული

პარასკევი, 20 მარტი, 2015

აჩვენე კალენდარზე

„პირველი ნაბიჯი'' - ასე ჰქვია კრებულს, რომელიც ქართველი, ოსი და აფხაზი მწერლების მოთხრობებს აერთიანებს. წიგნი გაეროს ქალთა ორგანიზაციის ინიციატივით გამოიცა და მისი წარდგინება ზუგდიდში 20 მარტს გაიმართა. ომის თემატიკაზე შექმნილ კრებულში 8 მოთხრობა შედის. მწერლებმა 2014 წლის შემოდგომაზე სტამბოლში გამართულ ვორკშოპზე ერთმანეთს ომის პერიოდის ამბები გაუზიარეს, ქართველმა, ოსმა და აფხაზმა ავტორებმა კოლეგების ნაამბობი საკუთარი ამბებივით გაითავისეს და ლიტერატურულ ტექსტებში პირველ პირში აღწერეს. მათივე თქმით, ეს იყო თანაგანცდისა და რეალობის განსხვავებული რაკურსით აღქმის საუკეთესო გზა, სახალხო დიპლომატიისა და ადამიანური ურთიერთობების პირველი ნაბიჯი, რომელიც მომავალში სხვადასხვა ინიციატივითა და პროექტით გაგრძელდება.

„პირველი ნაბიჯში'' GAU-ს მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერის, პროზაიკოსის ეკატერინე ტოგონიძის მოთხრობა ,,ცთომილების სიმფონია'' შედის. ეკატერინე ტოგონიძე მწერლებთან ლაშა ბუღაძესა და დათო ტურაშვილთან ერთად ზუგდიდში იმყოფებოდა და სტუმრების კითხვებს პასუხობდა. წიგნის წარდგინება საქართველოს სხვა რეგიონებშიც იგეგმება.

„პირველი ნაბიჯის'' პრეზენტაციას უახლოეს დღეებში GAU უმასპინძლებს.

პროექტი ხალხთა შორის ხელშეწყობის მიზნით ევროკავშირის მხარდაჭერით „ინოვაციური ინიციატივა გენდერული თანასწორობისთვის'' ფარგლებში განხორციელდა.

სისტემაში შესვლა

რეგისტრაცია

გმადლობთ ! თქვენი წერილი წარმატებით გაიგზავნა