შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანთა უფლებების დაცვის დღე
ხუთშაბათი, 03 დეკემბერი, 2015
ყოველი მეათე ჩვენგანი - ასე ერქვა GAU-ში 3 დეკემბერს გამართულ ლექცია-ტრენინგს, რომელიც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანთა უფლებების დაცვის დღეს მიეძღვნა.
ინტერაქციული შეხვედრა შშმ ადამიანთა (მსოფლიო მოსახლეობის 10%) უფლებების, პრობლემებისა და გამოწვევების უკეთ გააზრებას, ინკლუზიური საზოგადოების მნიშვნელობის გაცნობიერებას და შშმ პირებთან ურთიერთობის ეტიკეტის ინსტრუქტაჟს დაეთმო.
სტუდენტებს და სტუმრებს მიეცათ საშუალება საკუთარ თავზე გამოეცადათ სხვადასხვა დამხმარე საშუალება, მიეღოთ პასუხი ყველა კითხვაზე და გაცნობოდნენ განვითარებული ქვეყნების მაგალითებს.
ლექცია დაგეგმილზე ერთი საათით მეტ ხანს გაგრძელდა და აუდიტორიის დიდი ინტერესი გამოიწვია.
GAU ყველას დიდ მადლობას უხდის მოსვლისთვის, ჩართულობისთვის და იმ სახალისო მომენტებისთვის, რომლებმაც საღამო ძალიან უშუალო და მხიარული გახადა.
განსაკუთრებული მადლობა არასამთავრობო ორგანიზაციებს:
"ვიმეგობროთ", მოძრაობა "ინკლუზიური საზოგადოება - საქართველო," "ხელმისაწვდომი გარემო ყველასთვის"
სტუმრებს:
- გიორგი ალავიძეს,
- მაცაცო ხაჭაპურიძეს,
- გია ჯვარშეიშვილს,
- გიგო შიუკაშვილს.
მონაწილეებს:
- მაკა ნათელაურს,
- ნათია გოგოლაშვილს,
- მარიკო კობახიძეს.
ორგანიზებაში ჩართულ GAU-ს სტუდენტებს:
- რუსა მეცხოვრიშვილს,
- მარიამ ჭუმბურიძეს,
- თათია ყველაშვილს,
- მარიამ ზამთარაძეს,
- ნანი გოგილაშვილს.