30 ივნისს GAU-ში 10 წლის საიუბილეო გამოშვების კურსდამთავრებულთათვის საზეიმო მიღება გაიმართა, რომლის მასპინძელიც პროკრედიტ ბანკი იყო.
ბანკის დირექტორმა სოფიო კორძახიამ GAU-ელებს უნივერსიტეტის დამთავრება მიულოცა და პირად გამოცდილებაზე დაყრდნობით პროფესიული რჩევები მისცა. შემდეგ კი წარუდგინა „ახალგაზრდა ბანკირების საერთაშორისო პროგრამა'', რომელში მონაწილეობაც ნებისმიერ დამამთავრებელი კურსის სტუდენტსა და მაგისტრანტს შეუძლია.
ამ პროგრამით უკვე გაემგზავრა მაკედონიაში ორი GAU-ელი - ბიზნესის სკოლის სტუდენტები, ლაშა ფაღავა და ანა ბაკურიძე - რომლებმაც წარმატებით გაიარეს ტესტირება თბილისში და ამჯერად ორკვირიან შესარჩევ ეტაპში მონაწილეობენ. სტაჟირების პროგრამა 6 თვეს მოიცავს და ბულგარეთში შედგება. წარმატებული მონაწილეები პროკრედიტ ბანკში დასაქმდებიან.
საზეიმო მიღება GAU-ს პრეზიდენტმა, რ. მაიკლ ქაუგილმა გახსნა. ღონისძიების ბოლოს გაიჭრა პროკრედიტ ბანკისა და GAU-ს ლოგოებით გაფორმებული ტორტი. GAU-ელებს საჩუქრად პროკრედიტ ბანკის დაბრენდილი ჩანთები და აქსესუარები გადაეცათ.