5 მარტს, სხვადასხვა ფაკულტეტით დაინტერესებული აბიტურიენტები თავიანთ მომავალ დეკანებს, GAU-ს პრეზიდენტს და GAU-ს ელჩებს (სტუდენტებს) შეხვდნენ.
მათ ყველა კითხვაზე მიიღეს დეტალური პასუხი და GAU-ს პროგრამებთან ერთად გადახდის ახალი სისტემის, GAU გრანტის მოქმედების პრინციპს გაეცნნენ.
ინფორმატიკისა და ინჟინერიის ფაკულტეტის აბიტურიენტთათვის დამატებით გაიმართა ვორკშოფი „ვებ დეველოპმენტი” და სემინარის ფარგლებში ანდროიდის პლატფორმაზე დამზადდა აპლიკაცია.
შეხვედრების ბოლოს აბიტურიენტებმა დაათვალიერეს GAU და ყველა ფაკულტეტზე გათამაშდა GAU-ს სასწავლო ვაუჩერი.