30 ოქტომბერს, ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტს, Erasmus-ის აკადემიური მობილობის ფარგლებში, მეცნიერებისა და ტექნოლოგიების ეროვნული უნივერსიტეტის პოლიტექნიკური ბუქარესტის პიტეშტის საუნივერსიტეტო ცენტრიდან პროფესორი მაგდალენა რადულესკუ ეწვია.
პროფესორი რადულესკუ ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის პრეზიდენტს, ბატონ რ. მაიკლ ქაუგილს და საერთაშორისო ურთიერთობების ოფისის წარმომადგენლებს შეხვდა. პროფესორმა ასევე ლექციები ჩაატარა ბიზნესისა და სამშენებლო ფაკულტეტის სტუდენტებისთვის.
ვიზიტის მთავარი მიზანი უნივერსიტეტებს შორის თანამშრომლობის გაძლიერება, საუკეთესო გამოცდილებების გაზიარება და სამუშაო პროცესების გაცნობა იყო. ეს ვიზიტი მნიშვნელოვანი ნაბიჯია ორი უნივერსიტეტის თანამშრომლობის გაძლიერებისკენ, რაც ხელს შეუწყობს აკადემიურ ზრდასა და საერთო განვითარებას.