GAU ქართულ-ფინური სამეცნიერო პროექტების მხარდასაჭერად!
ოთხშაბათი, 09 ოქტომბერი, 2024
ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის ინფორმატიკის და ინჟინერიის სკოლის დეკანი, ნატა ბაჯიაშვილი Erasmus+-ის გაცვლითი პროგრამის ფარგლებში იმყოფებოდა ტამპერეს და პორის უნივერსიტეტების კონსორციუმში.
ვიზიტის ფარგლებში, შეხვედრები გაიმართა, უნივერსიტეტების გაერთიანებაში შემავალ ყველა უმაღლესი სასწავლებლის პროფესურასთან, ასევე გამოყენებითი ტენოლოგიების ინსტიტუტის წარმომადგენლებთან და სტუდენტებთან, რომლის მიზანი ქართულ- ფინური ურთიერთობების გაძლიერება, საუკეთესო პრაქტიკებისა და გამოცილების გაზიარება იყო.
ინფორმატიკისა და ინჟინერიის სკოლის დეკანმა, ვიზიტის პერიოდში, მონაწილეობა მიიღო პორის უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებულ მეცნიერთა დღის აღსანიშნავ ღონისძიებაში, სადაც ასევე შესაძლებლობა ჰქონდა შეხვედროდა ფინეთის ტექნილოგიური ინდუსტრიის მთავარ წარმომადგენლებს, რომლებიც მზად არიან ქართულ- ფინური სამეცნიერო პროექტების მხარდასაჭერად.