![](https://gau.edu.ge/storage/app/uploads/public/5da/7c4/6ed/thumb__450_480_0_0_auto.jpg)
ქართულ-ამერიკულმა უნივერსიტეტმა (GAU) კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პარტნიორი შეიძინა
ორშაბათი, 09 ნოემბერი, 2015
GAU-სა და იორდანიის ალ-ზაიტუნას უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
დოკუმენტი, რომელიც ძალაში 2 ნოემბრიდან შევიდა, ორ უმაღლეს სასწავლებელს შორის სამეცნიერო და აკადემიურ ურთიერთობას გულისხმობს.
მემორანდუმის ფარგლებში იგეგმება სამეცნიერო-კვლევითი თანამშრომლობა, ერთობლივი სემინარები და კონფერენციები, ასევე სტუდენტებისა და პროფესორების გაცვლით პროგრამაში ჩართვა.
მემორანდუმს ხელი ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის პრეზიდენტმა რ. მაიკლ ქაუგილმა და იორდანიის ალ-ზაიტუნას უნივერსიტეტის პრეზიდენტებმა, თურქი ი. ობაიდათმა მოაწერეს.