სიახლეები და ღონისძიებები

ხელოვნური ინტელექტის პროგრამა!

ხელოვნური ინტელექტის პროგრამა!

სამშაბათი, 28 მაისი, 2024

აჩვენე კალენდარზე

AI Lab ქართული კვლევითი გუნდია, რომელსაც მიზნად ქართული ხელოვნური ინტელექტის შექმნა აქვს დასახული - შეხვედრის ფარგლებში, ვისაუბრებთ გუნდის უახლოეს სამომავალო გეგმებსა და საგანმანთებლო პროექტზე, რომელიც სტუდენტებს შესაძებლობას მისცემს,
დააგროვონ ინდუსტრიის სტანდარტებთან შესაბამისი თეორიული ცოდნა და პრაქტიკული გამოცდილება ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით.

ამასთან, სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ ახლოდან გაეცნონ და თავადვე წაეთამაშონ ხელოვნურ ინტელექტს:

● AI Lab ის გაცნობა - ვინ ვართ და რა მიზანს ვემსახურებით
● AI Lab-ის ხელოვნური ინტელექტის საგანმანათლებლო კურსის პრეზენტაცია
● რატომ AI და რა შესაძლებლობებს მოგცემთ ჩვენი კურსი
● დისკუსია და კითხვა-პასუხი (QA)

საინფორმაციო შეხვედრები გაიმართება შემდეგ ლოკაციებზე:

  •  ქუთაისი, 30 მაისი, 14:00 საათი, თიბისი ბანკი (მის.: ქუთაისი, ი. გრიშაშვილის 26)
    სარეგისტრაციო ბმული: https://shorturl.at/L3FcJ
  • ზუგდიდი, 31 მაისი, 15:00 საათო, ზუგდიდის ტექნოპარკი (მის.: ზუგდიდი, ლაღიძის ქ. 2 )
    სარეგისტრაციო ბმული:  https://shorturl.at/ujBEQ
  •  ბათუმი, 1 ივნისი, 14:00 საათი, სასტუმრო Hilton Batumi-ს საკონფერენციო სივრცე
    “არმაზი” (მის.: ბათუმი, რუსთაველის გამზირი 40)
    სარეგისტრაციო ბმული: https://shorturl.at/kixOO
  • ოზურგეთი, 2 ივნისი, 15:00 საათი, ოზურგეთის ტექნოპარკი (მის.: ოზურგეთი,ნინოშვილის ქ. 5)
    სარეგისტრაციო ბმული:  https://shorturl.at/87ZEY
  •  გურჯაანი 6 ივნისი, 15:00 საათი, გურჯაანის ტექნოპარკი, (მის.: გურჯაანი, მ. Კოსტავას ქ.63)
    სარეგისტრაციო ბმული: https://shorturl.at/bdwdv
  • თელავი, 7 ივნისი, 14:00 საათი, თელავის ტექნოპარკი (მის.: თელავი, რუსთაველის ქ. 11)
    სარეგისტრაციო ბმული:  https://bit.ly/3yGaH52

ქუთაისში, ბათუმსა და თელავში საინფორმაციო სესია გაგრძელდება ვორქშოფით, რომლის ფარგლებშიც მონაწილეები გაეცნობიან ხელოვნური ინტელექტის მუშაობის პრინციპებს, პროცესს და შერჩეული კანდიდატები დასაქმდებიან - ასე რომ მოიმარაგეთ ლეპტოპები

პროექტის მხარდამჭერები არიან თიბისი, საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო, საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ასოციაცია, იმპელი, რედბერი, ომედია და ლემონდო.

ღონისძიებების მხარდამჭერები არიან საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო, თიბისი ბანკი და იმპელი.

შეხვედრებზე დასასწრებად აუცილებელია დარეგისტრირდეთ ზემოთ მოცემულ შესაბამის ბმულებზე.

სისტემაში შესვლა

რეგისტრაცია

გმადლობთ ! თქვენი წერილი წარმატებით გაიგზავნა